თეგებით ძიება

"იცით რა მიკვირს? მიხეილ სააკაშვილს საერთოდ დაცვა თუ ჰყავს - ადვოკატს ვგულისხმობ" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იცით რა მიკვირს?
მიხეილ სააკაშვილს საერთოდ დაცვა თუ ჰყავს - ადვოკატს ვგულისხმობ.
ამ ,,გადახდის ქვითრებს,, რომ აფრიალებს ,,პროკურატურა,, და ლამის ტუალეტის 50 თეთრის ფასი გამოუქვეყნეს ჰილარის. მერე ეს ,,სასწავლოდ გაშვებულების,, ქვითრები და ასე შემდეგ...

სადაა თბილისის მერიის თუ იუსტიციის სამინისტროს არა 15 წლის წინანდელი, არამედ აგერ გუშინწინდელი ქვითრები?
სადაა გაჭიმულას და თავგაჩეჩილას უცხოეთში მოგზაურობების, პარიზში და დიუსელდორფში გადახდილი ქვითრები?
ვინ რა ფულით გაუშვა შვილი თუ თავისი თავი ოქსფორდის მიმდებარე ტერიტორიის კერძო კოლეჯში და 100.000 ფუნტად დიპლომი იყიდა?

ან ის ფაქტები სადაა, სადღაც ძუკნურის მერმა რომ 1000 კილომეტრ მანქანის გარბენზე 5 ტონა ბენზინი რომ გამოიწერა?", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა