"შეყვარებული არ ჰყავდა, იყო უკონფლიქტო და ძალიან პოზიტიური" - დავით კრავეიშვილის მეგობარი
თბილისში, სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის მეგობრის განცხადებით, ის უკონფლიქტო და პოზიტიური იყო. გარდაცვლილის მეგობრი გამორიცხავს ვერსიას, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტი გოგოს გამო მოხდა. მისი თქმით, დავით კრავეიშვილს შეყვარებული ჰყოლია.
„ძალიან პოზიტიური იყო... მასთან ცუდ ხასიათზე ვერ იქნებოდი, თბილი და მეგობრული იყო..კონფლიქტური საერთოდ არ ყოფილა. შეყვარებული არ ჰყავდა..ალბათ, ბიჭებთან მოუვიდათ უთანხმოება. ზუსტად არავინ ვიცით, ვინ ბიჭები იყვნენ", - აჩხადებს ჟურნალისტებთან მეგობარი.
15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა.