თეგებით ძიება

"ბოდიში", რომ ჩემს ქვეყანას უჭირს და ძარცვავენ ვაჭრუკანა ჩარჩები, მათთან ომის დროს, თუ ლამაზად არ გამოვიყურები, ნაოჭებიც გამიჩნდა" - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "დოდიშს" იხდის, თუ ლამაზად არ გამოიყურება.

"ეს "ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას" საყურადრებოდ!!! დიახ, "ბოდიში", რომ ჩემს ქვეყანას უჭირს და ანადგურებენ და ძარცვავენ ვაჭრუკანა ჩარჩები, კორუფციონერები და უვიცები, აი მათთან ომის-დროს, უკომპრომისო, მუხლჩაუხრელი ბრძოლის დროს თუ ლამაზად არ გამოვიყურები , ნაოჭებიც გამიჩნდა და "კოსმეტოლოგთანაც "ხშირად ვერ ვახერხებ ჯდომას, ოჯახი რომ "ნაღმზე" დავსვით მე და ჩემმა მთელმა ოჯახმა, რა ვქნა ამბოხის დროს "აჯანყების" დროს ყველა ცუდად გამოვიყურებით, თავად ბოხიც არ არის ალბათ კარგი სანახავი, მაგრამ მე კი ვფიქრობ, რომ ომია, ნამდვილი ომი- ბრძოლაა და რაც შემიძლია ვაკეთებ, ვიბრძვი თავდაუზოგავად ჩემი ქვეყნისთვის ,გულწრფელად!

"რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ იდეალისტები, მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები".
თქვენ კი დიდი მადლობა და სიყვარული ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო ასეთი მხარდაჭერისთვის...
ბრძოლაში უკან დახევა არ მჩვევია!", - წერს ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა