თეგებით ძიება

"ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა...მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სისტემა უპირისპირდება.

ალასანიას განმარტებით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

"ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

შგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაპატიმრების დღიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ახლა ის მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა