თეგებით ძიება

"კაცი დანით თვითდაზიანების მიყენებას ცდილობდა" - მარტყოფში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

მარტყოფში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა.

როგორც "რუსთავი2"-თან გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ისინი ყვებიან, რომ მამაკაცი დანით თვითდაზიანების მიყენებას ცდილობდა, როდესაც მისი ცოლი მისთვის დანის წართმევას შეეცადა, რასაც შედეგად მისი დაზიანებაც მოჰყვა.

გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვიერი შელაპარაკებისას, ქმარმა ცოლს დანით დაზიანებები მიაყენა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. ამის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში თვითდაზიანებები მიიყენა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

გარდაცვლილის ცოლსა და ქალიშვილს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა