თეგებით ძიება

"ასეთი მლიქვნელური თავხედობა კომუნისტების დროსაც არ მინახავს..."იმედის" ეთერში ჯოხით ხართ საცემი ამ წიგნის ავტორები" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სკოლის სახელმძღავნელოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეტანას აკრიტიკებს.

"რა არის ეს რა ტექსტია?
რა ცნობილი ქველმოქმედი? მეტი არაფერი?
კარგი, დაუშვათ ფარული ნაცები ხართ და ისე გინდათ გამოძვრეთ, რომ არც "ბრძენი კაცი" უწოდოთ, არც "ბელადი, მამა და მასწავლებელი", მაგრამ "ექვთიმე" მაინც რა სინდისით არ ჩაწერეთ? მინისტრის სიტყვა არაფერს ნიშნავს თქვენთვის?
იმედის პირდაპირ ეთერში ჯოხით ხართ საცემი ამ წიგნის ავტორებიც და გრიფის მიმნიჭებლებიც.
სერიოზულად კი ასეთი მლიქვნელური თავხედობა კომუნისტების დროსაც არ მინახავს", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა