თეგებით ძიება

"მორიგი ბელადის დიდება სახელმძღვანელოებში... მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები" - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და სასკოლო სახელმძღვანელოში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეტანას ეხმაურება:

"სინამდვილეში, არც არაფერი შეცვლილა. როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც - მორიგი ბელადის დიდება სახელმძღვანელოებში. საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან. არც იმ შენობებიდან, სადაც ამ ყველაფერს ასწავლიან.
ეს ჩემი სკოლის, ბათუმის პირველი სკოლის (ახლა მეორეა) ფოტოებია. არჩევნებისას უბანს ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ იგივე კი არა, უარესი გარემოა; ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საკლასო ოთახები უკეთესად მოწყობილი ნამდვილად იყო ჩემი ბავშვობისას…. ერთი სარკე დამხვდა და ის იატაკი იგიე, კედელი კი ააჭრელეს გემოვნებიანებმა. ტირილი მომინდა, ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები.

ჰოდა, საბჭოეთია ჯერ. ჯერ კიდევ და ამ ხელისუფლების ხელში კიდევ იქნება, სად წავა, როცა ექვთიმე თაყაიშვილიაო განათლების მინისტრი საპარლამენტი ტრიბუნიდანაც გვიმტკიცებს", - წერს სამნიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა