თეგებით ძიება

"ხალხი კი არაა ბნელი. ბნელი არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შესახებ ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სახელმძღვანელოებს როგორ შეარჩევენ მშობლები, ხალხი ბნელიაო.
ხალხი კი არაა ბნელი.

ბნელი არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, რომელიც საკუთარ წარმოდგენებს ახვევს თავს ამ ხალხს და ხალხის სახელით გვესაუბრება.

მაგალითად ხალხი ჩემზე უკეთ მიხვდა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერების ნაწილი მათ ატყუებდა.
მიშა ჯართია და იდაყვი უნდა ჩავარტყაო, გენერალური მდივანი იმუქრებოდა, მაგრამ ხალხი ჩემზე უკეთ ხვდებოდა რომ
ფლიდებთან ჰქონდათ საქმე და ასეც მოხდა - ყველა ფლიდი ნაცებში გადაბარგდა და დღეს მიშას პანეგირიკებს წერენ.
ანუ ხალხი ბრძენი აღმოჩნდა 3.7 პროცენტი რომ მოგვარჭო და მიწაზე დაგვანარცხა.
ხალხი არ მოტყუვდა.

ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია ჩვენს ახალ ისტორიაში, სადაც ხალხი ბევრად ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიტიკური ელიტა.
პ.ს. პოლიტიკური ელიტის სიბნელე და უხერხემლობა აფერხებს საზოგადოების მოდერნიზაციას და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას.

ხალხი დამნაშავე ამაში არაა", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა