თეგებით ძიება

"პოლიციის გამოძახება საჭიროა!" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ძალადობის წინააღმდეგ პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს.

"ძალოვნებს რა ხშირად ვაკრიტიკებ, მოგეხსენებათ, მაგრამ ამავდროულად ხმალამოღებული ვებრძვი ყველას, ვინც ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს და რომ დანაშაულებს და სამართალდარღვევებს ადამიანები პირადი ძალებით და ნათესავებით უნდა გაუმკლავდნენ.

პოლიციის გამოძახება საჭიროა!

დღევანდელი პოლიცია დიდწილად განსხვავდება იგივე 2014 წლის, ან მანამდე არსებული პოლიციისაგან, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება!

პოლიციელი შეიძლება არაეფექტურიც შეგხვდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ არსებობს გენინსპექცია, არსებობს სახელმწიფო ინსპექტორი, შსს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი და არსებობს საფარი/Sapari და სხვა ენჯეოები, რომლებიც ჩაერევიან და გამოასწორებენ პრობლემას.

არავის ეგონოს, რომ მე ვმუშაობ პოლიციასთან და პროკურატურასთან თანამშრომლობის გარეშე; პირადად მე ნამდვილად არ დავდევ მოძალადეებს, ამას ყოველთვის ძალოვნები აკეთებენ!
‼️ყოველთვის, ყოველთვის გამოიძახეთ პოლიცია, ქალებო!", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა