თეგებით ძიება

დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 არასრულწლოვანი - 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა