თეგებით ძიება
19. 09. 2024 ვიდეო

"დაცვაში მუშაობდა ერთ-ერთ დაწესებულებაში" - ვინ არის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი? (ვიდეო)

კესარია აბრამიძის მეგობარი, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანის შესახებ საუბრობს და იმ ფაქტებს იხსენებს, რასაც მკვლელობამდე ჰქონდა ადგილი:  

"ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ- ერთი ზონდერი თუ რა ჯანდაბა ქვია, იყო ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული მეგობართანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ...

რომ ვნახე ეს "სთორი", დავუკავშირე ამ შემთხვევას იმიტომ, რომ ეს ტიპი - თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი რაღაცა...ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო", - ამბობს იაკობ მამულია.

ბრალდებული წარმოშობით სენაკიდანაა, როგორც მისი მეზობელი „კურიერთან“ აცხადებს ბექა ჯაიანი დაახლოებით 10 წელია თბილისში  ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

„თბილისში ათი წელია იმყოფება ბავშვი. სწავლობდა. რა ვიცი დაცვაში მუშაობდა. იქ ცხოვრობენ ყველა დედა, მამა და გაცემენ პასუხს“, - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

შეგახსენებთ, მკვლელობა დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში 18 სექტემბრის საღამოს მოხდა.  დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი. გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა