რას ამბობს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს შეხვდება.
აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, ეს ამ ეტაპზე ადვოკატისთვისაც უცნობია, ვინაიდან როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ის ჯაიანს ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად, მისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის.
„ჯერ არ ვიცი არაფერი საქმესთან დაკავშირებით. ბრალზეც არ შევსულვარ, ჯერ არ შევხვედრილვარ, გამომძიებელს ველოდები, როცა მზად იქნება ყველაფერი, მერე შევალ. ბრალის წარდგენა ან დღეს იქნება, ან ხვალ. როგორც მითხრეს, იზოლატორშია“, - განაცხადა ადვოკატმა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარი მამაკაცია, რომელიც მასზე ადრეც ძალადობდა.