თეგებით ძიება

"ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული. ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე" - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

"მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა. ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი. ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ: კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. მეოთხე წინადადება კი გამაოგნებელი იქნება: ეს კაცი, მისი ქმარი, მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა. თუმცა ქსენია ვალიკოს ელოდა ბევრი წელი, ვიდრე სიკვდილამდე და ტანსაცმელს გარეცხილს ახვედრებდა.

ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული. ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე. და მაშინ ყველაფერი ლაგდება. ან ვერ ლაგდება. არ ვიცი", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა