თეგებით ძიება

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა