თეგებით ძიება
13. 12. 2021 COVID - 19

"ამ ვერაგი ვირუსის საწინააღმდეგოდ ჩვენს ხელში არის რამდენიმე იარაღი..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "მწვანე პასპორტების" მნიშვნელობაზე წერს და კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აქვეყნებს:

"კოვიდ “მწვანე” საშვის/ პასპორტი არის:
აუცრელი ადამიანების დასაცავად!
საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის დასაცავად!
საქართველოს სახელმწიფოს დასაცავად!
ქვეყნის ლოკდაუნისგან დასაცავად!
”ნორმალური” ცხოვრების წესის აღსადგენად!
საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, რომ კოვიდის დროს არაფერი დაემართოთ და პოსტკოვიდური მდგომარეობა ავიცილით!
საქართველის მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად!
როგორია კოვიდ “მწვანე” საშვის/ პასპორტის საერთაშორისო პრაქტიკა: (განვითარებულ/მდიდარი/დემოკრატიული ქვეყნებში)
აცრა მაღალ ეფექტური ვაქცინებით პროტოკილის, მიხედვით (პროტოკოლი ცვალებადია)
გადატანილი ინფექცია (180 დღე)
ტესტირება პსრ-ტესტით - 72 საათი
მარტო ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი ამ ვერაგი ვირუსის კონტროლი!
გახსოვდეთ, დღეს ამ ვერაგი ვირუსის საწინააღმდეგოდ ჩვენს ხელში არის რამოდენიმე იარაღი:
ვაქცინები
სამედიცინო პირბადე
დისტანცია
ხელების დაბანა
დახურული სივრცის განიავება
პოზიტიური განწყობა
ჯანმრთელობას გისურვებთ! …", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა