თეგებით ძიება
13. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონის" ტალღა ძალიან ძლიერი იქნება ინფიცირებულების დიდი რაოდენობით" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით "ომიკრონით" გამოწვეულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბრეიქინგ ნიუსი!!!
გაერთიანებულ სამეფოში, ომიკრონის შტამით გამოწვეული ყოველდღიური შემთხვევების მატების ტემპის გამო, პრემიერმა ბორის ჯონსონმა 1 საათის წინ გამოცხადა რომ ქვეყანა აცხადებს ემერჯენსი მდგომარეობის მეოთხე დონეს, გავრცელების ტემპით შექმნილი საშიშროების გამო. ქვეყანა ვარაუდობს რომ ომიკრონის ტალღა ძალიან ძლიერი იქნება ინფიცირებულების დიდი რაოდენობით. Tidal wave, ასე დაახასიათა მან შესაძლო სცენარი. ეს გამოთქმა ნიშნავს მოქცევის ტალღა , - რაღაც უზარმაზაrი, განსაკუთრებით რაოდენობით ან მოცულობით. შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს ამის თავიდან აცილება ხვალიდან ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ შესთავაზებენ ბუსტერ დოზას, მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. იმისათვის რომ დაჩქარდეს ბუსტერ დოზის გაკეთება დამატებითად
1) სამხედროების 42 გუნდი განლაგდება ყველა რეგიონში
2)ინგლისის მასშტაბით შეიქმნება დამატებითი ვაქცინის ადგილები და მობილური განყოფილებები
3)კლინიკების სამუშაო საათები გახანგრძლივდება
4)კიდევ ათასობით მოხალისე ვაქცინატორი გადამზადდება
ასე სერიოზულად უყურებენ სერიოზული ქვეყნები შექმნილ სიტუაციას
მაგალითისათვის გუშინ გაერთიანებულ სამეფოში 500 000 ბუსტერ დოზა გაკეთდა, და ახალ მოსახლეობის 40%-ს აქვს უკევ ის გაკეთებული", - წერს წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა