თბილისი - 1 699, იმერეთი - 658 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.15%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი - 1 699
- აჭარა - 239
- იმერეთი - 658
- ქვემო ქართლი - 215
- შიდა ქართლი - 312
- გურია - 158
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301
- კახეთი - 170
- მცხეთა-მთიანეთი - 131
- სამცხე-ჯავახეთი - 72
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964, საიდანაც 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323.
1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.