ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს, ალბათ გამოჩნდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა.
„ჯერჯერობით არა. კვლევა მიმდინარეობს. ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენგან გადაგზავნილი. ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ გამოჩნდება რაღაც დროს.
დღევანდელი მონაცემით ეს შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უკვე [ომიკრონით] სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი კლინიკურად მაინც შედარებით მსუბუქია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.