არცერთი ვაქცინის ორი დოზა არ არის საკმარისი „ომიკრონის“ წინააღმდეგ - ივანე ჩხაიძე
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ არცერთი ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცვის მისაღწევად.
„როდესაც ჩვენ ახალი შტამის საფრთხეებს ვაფასებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა – მოქმედებს თუ არა ვაქცინები მის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ დღეისთვის 5 კომპანია აცხადებს, რომ მას დასჭირდება სულ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ შექმნას მიზანმიმართულად „ომიკრონის“ წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა. დღეისათვის მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება "ომიკრონის" შემაკავებელ ვაქცინად, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.