სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება დიდი დარტყმა - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას თქმით ცოტა ხანში ქვეყანა მძიმე მეექვსე ტალღის წინაშე აღმოჩნდება.
„თუ მას ასე თეორიულად დავუშვებთ, აქვს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც ჰქონდა “დელტა” შტამს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება დიდი დარტყმა. თუ მას ის თვისებები აღმოჩნდა რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ანუ სწრაფი გავრცელება და მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას,”- განაცხადა ალექსანდრე გოგოინავამ.