თეგებით ძიება
14. 12. 2021 ბიზნესი

„კრისტალმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო მესამედ მიიღო

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე (BARTA) „კრისტალმა“ საპატიო ჯილდო კიდევ ერთხელ მიიღო. კომპანიამ გამარჯვება წლიური ანგარიშის შინაარსის, ხარისხისა და ღიაობისთვის მოიპოვა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს.
საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან ტარდება.
კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ასევე მნიშვნელოვანია.
„ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ კონკურსის დაარსების დღიდან საპატიო ჯილდოს უკვე მესამედ ვიღებთ. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კერძო სექტორის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. შესაბამისად, მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით ასეთი ტიპის აღიარება ხელს უწყობს ნდობის ხარისხის ზრდას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.
ამას გარდა, აღსანიშნავია თავად ამ კონკურსის მნიშვნელობაც, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ კომპანიას იზიდავს და დიდ როლს ასრულებს კომპანიების ფინანსური საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტის გაზრდაში“, - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი გამარჯვებულებს ტრადიციულად 4 ნომინაციაში გამოავლენს: მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები, მცირე და საშუალო კომპანიები და საპატიო ჯილდო.
კრისტალის 2020 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმული


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა