თეგებით ძიება
14. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონი" უკვე საქართველოშია და ძალიან გადამდებია!" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას მოუწოდებს, "ფხაკაძის სამედიცინო პირბადე" მოითხოვონ და ამასთან წერს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკტონი" უკვე საქართველოშია.

"მეგობრებო, თითქმის ერთი წელია, ერთად შევძელით შეუძლებელი!

მიადექით ფარმადეპოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და მოითხოვეთ ფხაკაძის პირბადე 10 თეთრად!

საქართველოში გვაქვს მაღალი ხარისხის და დაბალ ფასად ევროპული ხარისხის, საქართველოში წარმოებული სამედიცინი პირბადე!

დიახ, 1,20 ლარიდან ჩვენ ჩამოვწიეთ ფასი 20 თეთრამდე და დღეს უკვე არის დაუჯერებელი ამბავი, დიახ სამედიცინო პირბადე არის 10 თეთრად!

ყველა მომწოდებელი/დისტრიბუტორი ვინც დაწევს სამედიცინო პირბადეების ფასს 10 თეთრამდე (ისე ეს ჩემი ოცნება იყო, გახსოვთ) გავუკეთებ უანგაროდ უფასო რეკლამას .

გახსოვთ, ზუსტად ფარმადეპო იყო წლის დასაწყისში ჩვენი ერთთვიანი ბოიკოტის ქვეშ, ვინაიდან დაბალხარისხიანი პირბადეები შემოიტანეს. დღეს კი სულ სხვა სურათია (ბოიკოტმა, ალბათ, იმუშავა). ყველას შევახსენებ, ვინმე თუ შემოიტანს დაბალხარისხიან პირბადეებს საქართველოში, მიიღებს შესაბამის პასუხს (დეტალები ფარმადეპოს შეეკითხეთ).

აცრილი ხართ თუ აუცრელი, კოვიდის ომიკორნის ვარიანტი უკვე საქართველოშია და ძალიან გადამდებია! გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

იმიტინგეთ, "იგულავეთ", გაერთეთ ოღონდ არ დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე", - წერს ფხაკაძე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა