თეგებით ძიება
14. 12. 2021 COVID - 19

"საყურადღებო ინფორმაცია! "ფაიზერის" ორი აცრის ეფექტიანობა 33%-მდე ჩამოვიდა" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "ომოკრონის" წინააღმდეგ "ფაიზერის" ეფექტიანობაზე წერს:

"საყურადღებო ინფორმაცია!
ცუდი ამბავია ის, რომ "ფაიზერის" ორი აცრის ეფექტურობა (დაცულობა ვირუსისგან) ჩამოვიდა 33 პროცენტამდე (სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული კვლევების შედეგად).

კარგი ამბავია ის რომ ასევე ფაიზერის ორი აცრა ამცირებს ჰოსპოტალიზაციას (საავადმყოფოში მოხვედრას) 70%-მდე.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ეხლა!
ვისაც ამის საშუალება გაქვთ ბუსტერის (მე-3) აცრა არ გამოტოვით", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საშიშ შტამთა სიაში შეიყვანა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა