"საქართველოში 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება, რადგან „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება" - ნინო თარხნიშვილი
ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი ბაბლისთვის არ ვდებ ამ პოსტს, მათ ისედაც იციან.
იქნებ იმათ ყურამდეც მივიდეს, ვინც ჯერ კიდევ ხატიასიჭინავაა. ეგენიც მრავლად მყავს მკითხველებში.
”ჩვენს მოსახლეობას ეს ძალიან არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ წინასწარი ეპიდემიოლოგიური და სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში, მილიონნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა მოუმზადებელი ხვდება „ომიკრონს“, არც ვაქცინა უნდათ და არც გადატანილი აქვთ ვირუსი, ერთი პროცენტი, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება, რადგან „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.
გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი ვირუსის იმუნიტეტი? მაშინ სიკვდილიანობა და დაზიანება იქნება მინიმალური.
შევხვდებით ვირუსს იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ, სამწუხაროდ, ადამიანების ერთი პროცენტი, 1000 ინფიცირებულიდან 10 ადამიანი, გარდაიცვლება.
თუკი დღეს ჩვენ გვაქვს სამიდან ხუთი ათასამდე შემთხვევა, „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, შესაძლოა, ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება კატასტროფა და სრული კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს. არსებობს ამის რისკი. განსაკუთრებით ზამთრის პირობებში“ - Bidzina Kulumbegov, 14 დეკემბერი, თბილისი", - წერს ნინო თარხნიშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 894,801 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12,826 ადამიანი გარდაიცვალა.