თეგებით ძიება
14. 12. 2021 COVID - 19

ჯანმო "ომოკრონზე" - ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით, თუმცა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" მიმართებით, ვაქცინები ოდნავ ნაკლებად ეფექტუიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით, თუმცა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.

„ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, როგორიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს. სულ რომ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევდეს, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ ჯანდაცვის მოუმზადებელი სისტემები კიდევ ერთხელ შეიძლება გადატვირთოს. მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ვაქცინების ეფექტურობის მცირე დაქვეითებას აქვს ადგილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" კორონავირუსის საშიშ შტამთა სიაში შეიყვანა.

imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა