ჯერჯერობით, არაა მოლოდინი, რომ „ომიკრონმა“ სიკვდილობის შემთხვევები გაზარდოს - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონს“ სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა ამ ეტაპზე მისი მძიმე მიმდინარეობა დადასტურებული არ არის.
"თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ქვეყნისთვის საფრთხე იქნება, მაგრამ არა ისეთი საშიში, როგორსაც მას ხატავენ. პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - არ არის დაფიქსირებული, რომ ის უფრო მძიმე დაავადებასა და მეტ სიკვდილობას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, თუ მეტი შემთხვევა იქნება და მეტი ადამიანი გადაიტანს კოვიდს, ეს არ არის ისეთი ტრაგედია, როგორიც - სიკვდილობის შემთხვევების გაზრდა. ჯერჯერობით, არაა მოლოდინი, რომ „ომიკრონმა“ სიკვდილობის შემთხვევები გაზარდოს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.