კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, ხოლო 3 890 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 898 079-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 844 875 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 879 პაციენტი ემსხვერპლა.