1 444 თბილისი, 472 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 585 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 844 875.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 444
⭕ აჭარა - 189
⭕ იმერეთი - 472
⭕ ქვემო ქართლი - 175
⭕ შიდა ქართლი - 286
⭕ გურია - 81
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 231
⭕ კახეთი - 188
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 86
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 103
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23