თეგებით ძიება
15. 12. 2021 COVID - 19

"ამბობენ, რომ მათი ახლობლები ექიმებმა დახოცეს..." - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებასა და იმ ადამიანებზე წერს, ვისი ახლობლები კორონავირუსმა იმსხვერპლა.

"ახლა ახალი ტალღა წამოვიდა მაგინებლების. ადამიანების, რომლებმაც, სამწუხაროდ, ოჯახის წევრები კოვიდის გამო დაკარგეს.
და გაგინებენ და გლანძღავენ მხოლოდ იმიტომ, რომ წერ კოვიდის შესახებ. ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

წერენ როგორ დაეღუპათ ახლობლები კოვიდით, მაგრამ არც კოვიდსა და არც ვაქცინას არ აღიარებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათი ახლობლები ექიმებმა დახოცეს და როგორც ექიმებს, ისე მე მომეკითხება 13 ათასი მკვდრის ცოდვა.

და რომ უნდა მეშინოდეს, რადგან ერთხელაც დამხვდებიან ქუჩაში ამ 13 ათასი მკვდრის ახლობლები და სკალპს ამაცლიან.
პოსტებზე შეზღუდული მაქვს კომენტარები და სადაც კი რამე ძვეეელ ღია პოსტს წააწყდებიან, იქ აკომენტარებენ.

ამ გამწარებულ ადამიანებს მე რა უნდა ვუმტკიცო. თავისი უბედურებაც ხომ ეყოფათ, მაგრამ ტრაგედიაც რომ ვერაფერს უხსნით?
ოღონდ, მეც დავიღალე.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ვირტუალური სივრციდან უნდა გავქრე. ისევ ჩემთვის აჯობებს. აბა ვისაც არ უნდა, ისინი მაინც ვერაფერს გაიგებენ და რატო უნდა მაგინონ იმის გამო, რაც ჩემი პროფესია, ჩემი საქმეა.", - წერს ნინო თარხნიშვილი ფეისბუქზე.

კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსმა 12 879 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა