1 430 თბილისი, 481 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 898 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 901 202-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 849 090.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 918 პირი ემსხვერპლა.