თეგებით ძიება
16. 12. 2021 COVID - 19

3-დღიანი ავადობა, ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება - ივანე ჩხაიძე "ომიკრონზე"

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "ომიკრონის" შტამის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს.

"3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი - ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ "ომიკრონით" ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში," - განაცხადა ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა