"საქართველოში ზამთარს დავასრულებთ "ომიკრონით" - რას პროგნოზირებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ომიკრონის" გავრცელების მასშტაბებზე წერს და არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ზამთარი ამ შტამის ლიდერობით დაასრულოს.
"კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი იპყრობს შეერთებულ შტატებს, ევროპას და აფრიკულ ქვეყნებს.
მარტო ამერიკაში ერთ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 0.4%-დან 2.8%-მდე და ნიუ ირკში კი ყველა ახალი კოვიდ ინფიცირებულიდან 13% ომიკორნის ვარიანტით არის ინფიცირებული.
დღეს საქართველოში დომინანტია დელტა ვარიანტი და, სავარაუდოდ, ზამთარს დავასრულებთ ომიკრონით. გამოსავალი კი სამედიცინო პირბადე,,დისტანცია, ხელების დაბანა, შენობების განიავება და ბუსტერ დოზებია. ხო, ჩინური ვაქცინები არ გამაგონოთ, რუსულებზე კი საერთოდ არ ვსაუბრობთ - პლაცებო ვაქცინები", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.