კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, ხოლო 3 470 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 904 181-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 852 560 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 971 პაციენტი ემსხვერპლა.