1 325 თბილისი, 493 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 937 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 325
⭕ აჭარა - 229
⭕ იმერეთი - 493
⭕ ქვემო ქართლი - 135
⭕ შიდა ქართლი - 207
⭕ გურია - 109
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 184
⭕ კახეთი - 137
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 81
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 59
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 317, აჭარაში - 497, იმერეთში - 1 236.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 პირი, მათ შორის, თბილისში - 577, აჭარაში - 118, იმერეთში - 437. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი, მათგან თბილისში - 172 აჭარაში - 30, იმერეთში - 32.
1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.