თეგებით ძიება

"გაირკვა რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში, ტკივილისგან გონება გაეთიშა..." - ხატია ჯანაშია

ზუგდიდში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სრულიად სოციალურმა ქსელმა მოიცვა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე აფთიაქში ავტომობილი შევარდა. მომხდარის დეტალებზე სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშია წერს:

"ზოგი ღლიცინებს, ზოგიც ლანძღავს მანქანის მძღოლს და ზოგიც გამოხატავს ამ ადამიანისადმი სიბრალულს. გაირკვა რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში მძიმე ავადმყოფია, საჭის მართვისას დასწყებია თავის აუტანელი ტკივილი, აფთიაქთან მანქანა რომ უნდა მიეპარკინგებინა მაგ დროს ტკივილისგან გონება გაეთიშა და უნებლიედ დააწვა გაზს, რა დროსაც მანქანა საპარკინგოდან ტროტუარზე გადავიდა და შეასკდა აფთიაქის ვიტრინას, მადლობა უფალს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სანამ ვინმეზე ღლიცინს ან ლანძღვას დაიწყებდეთ ხომ უნდა გაერკვეთ რა მოხდა?! რომელიმე თქვენგანი მსგავსი ფაქტისგან დაზღვეული ხართ?! თუ ადვილია ადამიანის გადავლა?!

1992 წელს მამამ მომიყვანა სკოლიდან, ჩემი სახლის წინ ქუჩას რომ ვკვეთდი მანქანა დამეჯახა, მაშინ 11 წლის ვიყავი, მანქანამ გადამიარა და ეს ყველაფერი მამაჩემის თვალწინ მოხდა… როგორ ფიქრობთ, მძღოლს უნდოდა დამჯახებოდა?!

თქვენ წარმოიდგინეთ არა!!!

თქვენგან, მოღლიცინეებისგან განსხვავებით, მე 11 წლის ბავშვი საავადმყოფოში ვიძახდი ჩემი ბრალია და მძღოლს არაფერი დაუშავათო, ცალკე მამაჩემი იგერიებდა იმ სეირის მაყურებელთ, რომლებიც უჩიჩინებდნენ სახლი დაუწვი და ციხეში ჩაალპეო, მაგრამ მამამ ყველა მოსვა და იმ ადამიანს არათუ რამე დაუშავა, პირიქით გააფრთხილა, ფხიზლად იყავი, ეს ამბავი ვინმემ არ გამოიყენოს და ჩემი სახელით რამე არ დაგიშავოსო, მე შენს გვერდით ვარო!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა, მე გადავრჩი!!!

აზრზე მოდით და სანამ ვინმეზე მაგარ მძღოლად ჩათვლით თავს და სანამ გალანძღავთ დაფიქრდით, რადგან არაფრისგან ხართ დაზღვეული და ამ ადამიანისგან განსხვავებით ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ შეიძლება თქვენს შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვეს!!!
ეშმაკს არ სძინავს და გონს მოეგეთ!!!”, - წერს ჯანაშია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა