გინეკოლოგი მარინა ბაბუნაშვილი კორონავირუსს ემსხვერპლა
კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა კორონავირუსს. „ჩაჩავას“ კლინიკის მეან-გინეკოლოგი მარინა ბაბუნაშვილი, ორი დღის წინ გარდაიცვალა.
„გული დამებზარა ამდენი ტკივილით და ცრემლით. ბევრი ახლობელი დავკარგე, ბევრი ცრემლიც დავღვარე…აღარ სრულდება ეს საშინელება?! კარგი ექიმი და თბილი ადამიანი იყო. თბილისს ერთი ლამაზი ფერი მოაკლდა მარინას წასვლით. ნათელში იყავი, მარი!“ – წერენ მისი მეგობრები.