თეგებით ძიება
17. 12. 2021 ბიზნესი

ახალი ლიბერთის ახალი წელი

ლიბერთი თავის მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს - საახალწლო აქცია და განახლებული პირობები

ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა ახალი სტრატეგია და ახალი პროდუქტების სერია. რომელთაგან ერთ-ერთი პირველი პროდუქტი - ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის ახალი გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას იწყებს. 31 დეკემბრამდე, აქციის ‘ლიბერთის ახალი წელი’ ფარგლებში მოქმედებს:

o სპეციალური პირობები სამომხმარებლო სესხზე (9,9% წლიური, 21,14% ეფექტური)
o გაზრდილი პროცენტი ყველა ტიპის ანაბარზე, განსაკუთრებით ევროს ანაბარზე
o უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე აშშ დოლარში
o ფულადი პრიზები საერთაშორისო გზავნილზე და
o ფასდაკლება -6% ოქროს სესხზე

დამატებით, 31 დეკემბრამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, დაფარვას მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაიწყებს, ხოლო პირველი 500 მომხმარებელი 300 ლარამდე ქეშბექს დაიბრუნებს!

‘ლიბერთის ახალი წელი’ აქციის ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც ლიბერთის იპოთეკურ სესხს აშშ დოლარში აიღებს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს უპრეცედენტო შეთავაზებით - წლიური 3,8%-დან და ეფექტური 5,39%-დან, როგორც ახალ იპოთეკაზე, ასევე რეფინანსირების შემთხვევაში.

თანხის დაზოგვისთვის ლიბერთი საუკეთესო პირობებს სთავაზობს მათ, ვინც საახალწლო აქციაში ჩაერთვება. ანაბრის ევროში გახსნისას შესაძლებელია ყველაზე მაღალი სარგებლის მიღება. საპროცენტო სარგებელი გაზრდილია ასევე სხვა ვალუტაში გახსნილ ყველა ტიპის ანაბარზე.

“თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” ამ გზავნილით და განახლებული პირობებით ლიბერთი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.

ლიბერთის ახალი აქცია ოქროს სესხზე გულისხმობს 6%-იან ფასდაკლებას ოქროს სესხზე, ოქროს მაღალ შეფასებასა და გადახდის მორგებულ პირობებს.

‘ჩვენი სტრატეგია ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’, რომელიც სექტემბერში გავაცანით საზოგადოებას, მოიცავს ადამიანებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას.

გვჯერა, რომ წინასაახალწლო აქცია განახლებული და საუკეთესო პირობებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს მათზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული პირობებით.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ახალ შეთავაზებებზე მუშაობას და ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე სიახლეს წარვადგენთ.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

‘ლიბერთის ახალი წელი’ აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა