თეგებით ძიება

"სააკაშვილი, დედამისი, ბიძამისი უნდა ამოლპნენ ციხეებში ისე, რომ მთელმა ერმა ნახოს თუ როგორ ვექცევით სხვა ქვეყნის აგენტურას" - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია საქართველოს მესამე პრეზიდეტნტსა და მის ოჯახსზე სოციალურ ქსელში წერს:

"თემურ ალასანიამ, მე თუ ვინმე შემეხება ეს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალიო.
ასეთი დამპალი, ქართველთმოძულე ოჯახი საქართველოს არასოდეს ყოლია.

სააკაშვილების (მთელი მისი ოჯახის) ოცნება და მიზანია, რომ საქართველოს / ქართველებს შეექმნას რაიმე პრობლემა.
რუსეთიდან ქართველების გამოყრა თან როგორ დამცირებულად - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
კოდორიდან ქართველების გამოყრა და ტერიტორიის მითვისება - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
შიდა ქართლის 100 ზე მეტი სოფლიდან ქართველების გამოყრა და ტერიტორიების წაღება - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
საქართველოს შეირაღაებული ძალებიდან სამ მილიარდ დოლარზე მეტი იარაღის წაღება რუსებისგან - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
ეს ის ჩამონათვალია, რომელიც თემურ ალასანიას მხრიდან ქართველების ზიზღის გამოხატულების ნაწილია.

სააკაშვილი, დედამისი, ბიძამისი და საერთოდ მთელი მათი ნაშთი და ყველა, ვისაც მათთან რაიმე შეხება აქვს უნდა ამოლპნენ საქართველოს ციხეებში ისე, რომ მთელმა ერმა ნახოს თუ როგორ ვექცევით სხვა ქვეყნის აგენტურას, რომელთა მიზანია საქართველოს დაშლა, დანაწევრება და ქართველების ამოწყვეტა", - წერს ლატარია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა