თეგებით ძიება
17. 12. 2021 COVID - 19

ვაქცინაცია თუნდაც "ომიკრონისგან" იცავს ადამიანს - ალექსანდრე გოგინავა

ვაქცინაცია იცავს ადამიანს თუნდაც "ომიკრონისგან" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

"ერთ თვეზე მეტია, რაც გამოჩნდა "ომიკრონი" და სრულფასოვნად კვლევები არ ჩატარებულა, გამომდინარე აქედან უნდა ვიყოთ ფრთხილად. ვაქცინაცია იცავს ადამიანს თუნდაც ომიკრონისგან. ჰოსპიტლები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების მოთავსების პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დღესასწაულებზე გაუარესდება ეპიდსიტუაცია, შესაძლებელია ისევ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა