თეგებით ძიება

"მაინც და მაინც უფსკრული უნდა დავინახოთ, რომ პრობლემები გავიაზროთ?" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსების მიღების ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ზუსტად ჩემი სათქმელიც ეს არის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიწვეულ პოლიტიკოსებს უთხრა.
მაინც და მაინც უფსკრული უნდა დავინახოთ, რომ პრობლემები გავიაზროთ?
მოსმენა, სახელის დარქმევა, აზრების გაზიარება, სიმართლის თქმა - ეს გვჭირდება დიდი შერიგებისთვის, ეროვნული თანხმობისთვის.
აღარ არის დრო?
საწყენია, რომ შეხვედრაზე ბევრი წამყვანი პილოტიკოსი ვერ დავინახე.
ვიმედოვნებ, შემდეგში პროცესში აუცილებლად ჩაერთვებიან.
მადლობა მათ, ვინც შეხვედრაზე მივიდა და მეხუთე პრეზიდენტის ეს მნიშვნელოვანი შეტყობინებები მოისმინა.
მინდა, რომ სიტყვა საქმედ ვაქციოთ და ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა