თეგებით ძიება

"ეს ბიჭი დავკარგეთ. სისტემამ შეიწირა! სამართალი არ აღსრულებულა... მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას" - ანა ნაცვლიშვილი

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ორი წლის წინ ეს ბიჭი დავკარგეთ. სისტემამ შეიწირა! ამ სისტემას სახელი და გვარი ჯერ არ აქვს - სამართალი არ აღსრულებულა.
ბევრ მძიმე საქმეს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ამ საქმემ დამანგრია. ვერ მოვისვენებ, სანამ სამართალი არ აღსრულდება!
ჩოლოიანის გამოშვებამ ვადაზე ადრე ყველა შეგვძრა, მაგრამ ერთი დღე ვიშვიში და მერე დავივიწყეთ თითქოს...
იმპულსურობა ვერ შეცვლის ამ საშინელ სისტემას! სისტემურობა გვჭირდება.

ბევრი თვეა ვიკვლევ უდოს მექანიზმს, ერთერთი ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი "შავი ხვრელია" სისტემაში - ვისაც უნდა შეახებენ, ვისაც უნდათ - არა.

დიდი ხანი მარტო იმაში დამჭირდა, ოფიციალურად გამეგო, კომისიის წევრები ვინ არიან (!)
დღეს იუსტიციის მინისტრსაც დავუსვი ამაზე კითხვა და პასუხს ველი.
ახლო მომავალში მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას დეტალურად ამ თემაზე და ჩემს ხედვას - სისტემური ცვლილების", - წერს ანა ნაცვლიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა