თეგებით ძიება
17. 12. 2021 COVID - 19

"მხოლოდ გადატანილი ინფექცია ვერ დაგიცავთ საკმარისად და საჭიროა აცრა!" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოსათვის საყურადსაღებო ორი ინფორმაცია, განსაკუთრებითვმათთვის ვისაც კოვიდ სიტუაცია აფიქრებს
დღეს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის COVID-19 რეაგირების ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი დიდი კვლევის შედეგები. მკვლევარებმა შეაფასეს Omicron ვარიანტის ზრდა და რეინფიცირება ინგლისში. მათ გაანალიზეს მონაცემები UKHSA-დან და NHS-დან ინგლისში PCR-ით დადასტურებული SARS-CoV-2 შემთხვევევებიდან, რომლებიც დადასტურდა 2021 წლის 29 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით.
კვლევა მოიცავს ადამიანებს, რომლებსაც დაუდასტურდა ომიკრონის ინფექცია S გენის სამიზნეს უკმარისობის დადასტურებით (SGTF), და რომელთაც დაუდასტურდათ გენური სექვენირების მონაცემებით. მთლიანობაში, 196463 ადამიანი S გენის სამიზნე გარეშე ასევე 122063 დელტა და 1846 ომიკრონის შემთხვევა გენოტიპში..

ინფორმაცია პირველი - ამ კვლევის მიხედვით Omicron-ის ვარიანტით ხელახალი ინფექციის რისკი 5.4-ჯერ მეტია, ვიდრე დელტას შემთხვევაში. ეს გულისხმობს, რომ Omicron-ის ხელახალი ინფექციისგან დაცვა წარსულში ინფექციის გადატანით შეიძლება იყოს დაახლოებით 19%-მდე. ეს ნიშნავს რომ მხოლოდ გადატანილი ინფექცია ვერ დაგიცავთ საკმარისად და საჭიროა აცრა!!

რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობის შეფასებებას სიმპტომური Omicron ინფექციის წინააღმდეგ ორი დოზის და ბუსტერის შემდეგ ის ადის 80%-მდე
მეორე და მნიშვნელოვანი!!! კვლევამ არ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ Omicron-ს აქვს უფრო დაბალი სიმძიმე, ვიდრე Delta- ს!!!
ეს შეფასდა დადებითი ტესტის მქონე ადამიანების პროპორციით, რომლებიც აფიქსირებენ სიმპტომებს, და შემთხვევების პროპორციით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. აქვე მკვლევარებმა დააძინეს რომ ჰოსპიტალიზაციის მონაცემები ამ დროისთვის შეზღუდულია.

მაშ ასე, ბუსტერი, მარტო ინფქციის გადატანა არ მუშაობს და სიმძიმეც არ არის უფორ მსუბუქი ვიდრე დელტა თამის დროს", - წერს წერეთელი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა