დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი - ამირან გამყრელიძე
საქართველოში "ომიკრონის" გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ომიკრონი" შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა "ომიკრონისთვის" დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო "დელტა" ან "დელტა პლუსი". არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.