თბილისი - 1 032, იმერეთი - 380 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.
- დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი - 1 032
- აჭარა - 149
- იმერეთი - 380
- ქვემო ქართლი - 98
- შიდა ქართლი - 116
- გურია - 76
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160
- კახეთი - 95
- მცხეთა-მთიანეთი - 60
- სამცხე-ჯავახეთი - 26
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3
- ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114, საიდანაც 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მძიმე პაციენტია 1 426 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319.
1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 30 264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი.