დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას – რაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით ქვეყანაში პირველი დოზით აცრილთა რაოდენობამ იკლო.
“გუშინ 7 199 აცრა ჩატარდა და აქედან ძირითადი იყო მეორე დოზა და ბუსტერი, დაკლებულია პირველ დოზებზე აცრები. ეს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას, რადგან ბოლო ერთი თვეა, გლობალურ ჯანმრთელობაში მთავარი თემა გახლავთ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საფრთხეები, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებულია „ომიკრონი“, მას საკმაოდ სწრაფი გავრცელების თვისებები აღმოაჩნდა, ფოკუსირებულია უფრო მეტად ახალგაზრდა მოსახლეობაზე.
საბედნიეროდ, შემთხვევები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მძიმედ, დელტა შტამთან შედარებით, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიცვლება მიმდინარეობა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება არის ვაქცინაცია და ბუსტერიზაცია, ანუ მესამე დოზა უკვე ხდება რეკომენდირებული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სრულად არის აცრილი. ვინც აუცრელია, იმას უნდა მოვუწოდოთ, რომ აიცრან ორი დოზით და შემდეგ მოვუწოდოთ ბუსტერისკენ. რეალურად აცრა იცავს მოსახლეობას სხვადასხვა შტამის გავრცელებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.