კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი, ხოლო 4127 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 910 456-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 863 076 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 116 პაციენტი ემსხვერპლა.