კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, ხოლო 3 263 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 913 738-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 866 339 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 169 პაციენტი ემსხვერპლა.