გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ყოფილი ცოლის ჩვენების შინაარსი ხდება ცნობილი - აქვს თუ არა კავშირი ყოფილ მეუღლეს გაუჩინარებასთან?
უკვე მესამე დღეა ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი იძებნება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ჰკითხავენ ყველას, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს. ჩხრეკა ჩატარდა ოფისში, სადაც გერლიანი მუშაობდა. ამოღებულია მობილური ტელეფონი და წერილი.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა იმ ჩვენების შინაარსი, რაც გერლიანის ყოფილმა ცოლმა პოლიციას მისცა.
ყოფილი მეუღლე არ ამახვილებს ყურადღებას 14 ნოემბრის დაპირისპირებაზე, რომელიც მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ასევე არ საუბრობს მამაკაცზე, რომელზედაც გერლიანი "ფეისბუქ" პოსტში ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თავად ამ მამაკაცთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს.
"კურიერისთვის“ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ყოფილი ცოლი ამბობს, რომ გერლიანს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რომელიც განპირობებული იყო მისი დედმამიშვილების მხრიდან.