გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს მოუწოდებს, კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის გავრცელების გამო, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ გაუქმებული ღონისძიება ჯობს შეწყვეტილ სიცოცხლეს.
მისი თქმით, ყველა დაიღალა პანდემიით და ყველას სურვილია დროის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარება, ამისთვის კი, უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილებები საკუთარი თავის და სხვების დასაცავად.
"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე", - თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.