თეგებით ძიება

მეზობელი ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ - საქმე სასამართლომდე მივიდა

ვალერი გელაშვილს, „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მეზობელი, ნინო ნოზაძე პასუხობს. ქალი ბიზნესმენს ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს.

ამბობს, რომ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებისათვის და მისი ოჯახის შეურაცხყოფისთვის, გელაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ვალერი გელაშვილი ჩემს ოჯახს ცრუ ბრალდებებს უყენებს. თითქოს ბიზნესმენი ჩემს ოჯახს სთავაზობდა ბინებს, რაც არის ასევე სიცრუე. აქ ბინებზე კი არა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი. ბატონმა გელაშვილმა, ცრუ ბრალდებები არ იკმარა და მთელ ოჯახს შეურაცხყოფა მოგვაყენა, თითქოს ყველას ფსიქოლოგის დახმარება გვჭირდება.

ვალერი გელაშვილი თქვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თითქოს მან შემოგვთავაზა თბილისში ბინები, რაც არის ტყუილი, ბატონი გელაშვილი ამჯერადაც ცრუობს. მისი ინტერესია ჩვენი ბინის შეძენა, რათა თავის ეზოს მიუერთოს და გაფართოვდეს. მომიგზავნა ნათესავები, დამირეკა მისმა ძმამ და შემომთავაზა, რომ ან ერთ ოთახიან ბინაში გადავსულიყავი ან 12 აშშ დოლარი ამეღო ჩემის სოფლის სახლის სანაცვლოდ, მეტი მაინც არ ღირს შენი სახლიო. სახლს არ ვყიდი ბატონო!

ვალერი გელაშვილთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, მხოლოდ რამდენჯერმე მივწერე ოფიციალური წერილი, თუმცა არ უპასუხია. ბოლო გამაფრთხილებელი წერილი 8 ნოემბერს მივწერე, სადაც არც ფულს ვითხოვ, არც საფლავის გადატანას, ჩემი ოჯახის სურვილია მხოლოდ ის, რომ არ იყოს ხილვადი მისი მშობლების სასაფლაო ჩემი საცხოვრებელი სახლიდან, რათა ბავშვმა შეძლოს თავისუფლად გადაადგილება მთელს სახლში შიშის გარეშე. აშენდეს კედელი, რომელიც დაფარავს სასაფლაოს.



მშობლების გარდაცვალების დღეებში თუ მათ დაბადების დღეებზე სახლში მოჰყავს სასულიერო პირები და აღავლენენ რიტუალებს. სწორედ ამის შემდეგ მიიქცია ჩემი 9 წლის შვილის ყურადღება. ამის შემდეგ დაიწყო ბავშვმა სიკვდილზე საუბარი. ბავშვი, უკვე ორი წელია ასეთ დღეშია. მე მისი არც სახლი მინდა და არც მით უმეტეს თანხა, ვუჩივით იმიტომ, რომ ჩემს შვილს მიაყენა ზიანი, მის ეზოში არსებულმა სასაფლაომ.

თქვენთან გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს შემდეგ დამირეკა მისმა ძმამ პრეტენზიით, თურმე რამდენს ვბედავ, რატომ შევყარე ქვეყანა და რატომ ვჩივი.“- ამბობს ნინო ნოზაძე.

ნინო ნოზაძის ადვოკატის, გიორგი ცობეხიას თქმით, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„მომავალ კვირაში შევიტანთ სასამართლოში სარჩელს სამი მიმართულებით და ესენია: პირველი იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის მიმართ რეაგირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბატონ გელაშვილს ნებართვის გარეშე აქვს მოწყობილი კერძო სასაფლაო, რაც არღვევს 2016 წელს მოქმედ დადგენილებას და დღეს მოქმედ დადგენილებას. ამ ნაწილში მოვითხოვთ უნებართვო სასაფლაო მოწყობის თაობაზე, მუნიციპალიტეტმა განახორციელოს სამართლებრივი რეაგირება.

რაც შეეხება მეორე საქმეს, ამჯერად ვალერი გელაშვილის მიმართ შევა სამოქალაქო სარჩელი, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ბავშვთან მიმართებაში დამდგარი ფსიქოლოგიური ზიანის გამო, რომლის გამოც პრაქტიკულად არასრულწლოვანს დაუზიანდა ფსიქიკა.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, ესაა ცილისწამების ნაწილი.“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ცობეხია.

წყარო - primetime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა